ხაშურის სასამართლოს გარე პერიმეტრს სამართალდამცველების აკონტროლებენ 

,,თრიალეთის” წყაროს ცნობით ხაშურის რაიონულ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მსჯავრდებულმა, რ.ფ ბადრაგისთვის იარაღი წაართვა და მძევლად აყვანა სცადა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ უცნობია.

,,თრიალეთი” ხაშურის რაიონულ სასამართლოს დაუკავშირდა საიდანაც სასჯელაღსრულების სამინისტროში გადაგვამისამართეს,  ,,თრიალეთი” უწყების პასუხს ელოდება. როგორც ,,თრიალეთის” ერთ-ერთი მოქალაქე ატყობინებს, რომელიც სასამართლოს შენობის გარეთ ტერიტორიიდან აკვირდება მოვლენებს, მისი თქმით  სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა იგი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს თუ რა ხდება სასამართლოს შენობაში.

 

ხაშურის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულია სამართალდამცველები რომლებიც შენობის შესასვლელ გასასვლელს აკონტროლებენ.

Related posts