“4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან კი იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს.
მოხუცი აცხადებს, რომ შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ ღამე ოჯახის წევრებს მოხუცი ქალის ხვრინვა აწუხებდათ.
ქალბატონის თქმით, 4 დღეა საჭმელი არ უჭამია, მის პენსიას კი ოჯახის წევრები იღებენ.

“ერთი შვილი მყავს ბიჭი, ქუთაისში ცხოვრობს. ასევე მყავს 2 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი, მაგრამ ჩემთვის არავის ცალია. მე ქუთაისში მაქვს ბინა, ახლა იმ სახლში ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მათთან ერთად ვცხოვრობდი, არც ვხმაურობდი და არაფერი, უბრალოდ ღამე, ძილში თურმე ვიცი ხვრინვა და ჩემმა შვილიშვილმა ეს ვერ აიტანა და ზესტაფონში წამომიყვანა და მარტო დამტოვა ცივ სახლში. არავინ პატრონი არ მყავს, 4 დღეა საჭმელი არ მიჭამია. პენსიას ჩემი შვილი იღებს,”- ამბობს ირა ნიკაჭიძე.

ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს და საზოგადოებას მიტოვებული ქალის დასახმარებლად და საკვების შესაძენად დახმარებას თხოვს.

ირა ნიკაჭაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 566 599.

წყარო: newposts.ge

 

78 წლის ირა ბებოს ძალიან მძიმე ვიდეო

ვაგროვებთ საკვებს ირა ბებოსთვის …..ნუ დაელოდებით სხვას !!!კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისათვის.მობ:577566599 whatsapp,viberi ………..გ ა ა ზ ი ა რ ე თ. თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069 საქართველოს ბანკი: GE57BG0000000491501500მიმღები მეგი კანდელაკი.დანიშნულება:ბებოს საკვებისათვის.თიბისი ფეის და საქართველოს ბანკის აპარატიდან შეგიძლიათ ჩარიცხვა: პ/ნ 01001022567 დაბ: 14 ივნისი 1982 წ- მეგი კანდელაკი.საკვებს ვაგროვებთ ვაჟა-ფშაველას 6 კვარტალი,კორპუსი 5ა.შეგროვებულ დახმარებას რომ მივაწვდით ,ვიდეოს დავდებთ სიკეთის ქალაქის გვერდზე. <3 დახმარების მსურველმა ემიგრანტებმა დაგვირეკეთ 577566599 whatsApp ან viberi.ირა (დომნა) ნიკაჭაძე ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში,სოფელ ტაბაკინში

Posted by სიკეთის ქალაქი on სამშაბათი, 09 ოქტომბერი, 2018

 

Related posts