„რუსთავი2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

შემთხვევა ხაშურში, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის ობიექტზე მოხდა.

„დღეს დილიდან წამოვედით რომ ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით სიუჟეტი მოგვემზადებინა. მივედით იმ ობიექტზე საიდანაც გვირაბების მშენებლობა ხდება და სამშენებლო ობიექტია, იქ ხიდებსაც აშენებენ. ფეხით შევედით ობიექტზე მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იყო, რომ უცხო პირების შესვლა არ შეიძლებოდა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც ჩვენ თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“ – განაცხადა ეკა გაგუამ.

წყარო: nsp.ge

Related posts