საბერძნეთში 22 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს

საბერძნეთში 22 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს. სოფო წიკლაურს ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “2020NEWS” ათენიდან აცნობეს, შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა.
“დეტალები უცნობია, რა მოხდა და რატომ მოკლეს 22 წლის სოფი წიკლაური. ის მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. მისი შვილი ერთი თვის ჩვილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფის ჰყავს მეუღლე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პატიმარია. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა”, – განუცხადა “2020NEWS”-ს ათენში მცხოვრებმა ქართველმა, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრ “ქართული სახლის” პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ.

მოკლული 22 წლის სოფი წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.

wyaro: 2020news.ge

Related posts