ბაგა-ბაღი “ინტელექტის” ხელმძღვანელი თანამდებობიდან მიდის

ბაგა-ბაღი “ინტელექტის” ხელმძღვანელი ლალი ბაიაძე თანამდებობიდან მიდის მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 

ძნელია დაემშვიდობო კედლებს სადაც წლობით 1999 წლიდან დღემდე თავაუღებლად შრომობდი, რომელიც საკუთარი ხელით გიპრიალებია იმისათვის რომ სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყავი … ძნელია დაემშვიდობო გუნდს რომელთანაც თითოეული დღე შენი ცხოვრების ნათელი დღე იყო … რომლებთან ერთად მუშაობა გარანტირებული წარმატების, ახალი იდეების მომტანი იყო, რომელიც ბავშვის წარმატების შედეგზე ორიენტირებული და ხვალინდელი დღის წარმატების მოტივაციით იყო სავსე (ეს მოლოდინი გაქრა) …
მე 18.00 საათზე დავტოვებ შენობას, დიდი გულისტკივილით  ვტოვებ გუნდს რომელსაც დღემდე ინტელექტს ეძახდნენ …
ვტოვებ ერთი მიზეზით 
მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი … და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი … ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ) …  ქალბატონ Nino Beselia
ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!
მე ბედნიერი 16 წელი გავატარე Baga-bagi Intelekti ბაგა-ბაღი “ინტელექტი” / “Intelekti” ბაგა-ბაღი “ინტელექტი” / intelekti – თამაშები
მადლობა უძლიერეს გუნდს და კოლეგებს კოლეგიალობისათვის  
დიდი მადლობა ყველაზე დიდი მადლობა მშობლებს   ნდობისათვის, სიყვარულისათვის … არ მყოლია მშობელი და თანამშრომელი რომელთანაც კონფლიქტი მომსვლია … ამისათვის უღრმესი მადლობა, მეამაყებით ყველა ვისაც ინტელექტელი გერქვათ … დამთავრდა ინტელექტის პერიოდი ჩემს უსაყვარლეს ქალაქში … მადლობა უფალს რომ მე ეს შევძელი ჩემი ქალაქისათვის განათლების სისტემაში რაღაც უმნიშვნელო საქმე მაინც მეკეთებინა  
პატივისცემით
ლალი ბაიაძე
12.10.2018 წელი

Related posts