კომისიის თავმჯდომარე: არჩევნების ღამეს დენს გათიშავენ და დაგვავალეს, ბიულეტენები ჩავყაროთ

“არჩევნების ღამეს “ენერგო პრო ჯორჯიას” დენის გათიშვას, ჩვენ კი ამ დროს ბიულეტენების ჩაყრას გვავალებენ“, – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას”კომისიის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” გორის ოფისში კომისიის თავმჯდომარეებს თათბირი მოუწყეს და არჩევნების ღამის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. კომისიის თავმჯდომარე მმართველი პარტიიდანაა.

“ვაპირებდი გამეხმაურებინა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ამაზრზენი და მიუღებელია. გვითხრეს, რომ 10 წუთით არჩევნების ღამეს დენი გაითიშება და სწორედ ამ დროს უნდა ჩავყაროთ ყუთში ბიულეტენები, წინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებთ იმ სამუშაო ადგილს, სადაც ახლა ვმუშაობთ”,– უთხრა რადიო “მოზაიკას” ერთ – ერთი კომისიის თავმჯდომარემ.

,,radiomosaic.ge,,

Related posts