(რეზონანსი) ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ცაცხვში 55 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაზარალებული 112-ის ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა.
როგორც „ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: resonancedaily.com