შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

30-ლარიანი კვების ვაუჩერი და 20-ლარიანი ფულადი დანამატი – ნახეთ პირობები, რა შემთხვევაში მიიღებთ დახმარებას

მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება გაიზარდა, ყოველთვიური დახმარებით 140 000-მდე სოციალურად დაუცველმა ბავშვმა ისარგებლა.

პრაიმტაიმი” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ამონარიდს გთავაზობთ, სადაც პროგრამით მოსარგებლეების პირობები და ფულადი სახსრებია აღნიშნული.

“ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება ყოველთვიური დანამატის ოდენობა 50 ლარამდე გაიზარდა, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი.” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.