ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო გუშინ სვეტიცხოველი “დაიხურა.” ტაძარი მრევლს დაატოვებინეს, გარეთ მყოფებს შიგნით არ უშვებდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

 

თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან…
სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება…
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა…
უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა…
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ… განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება…
ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო… მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!.. წერს მამა პეტრე.

თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან… სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ…

Posted by Petre Kolxi on კვირა, 11 ნოემბერი, 2018

Related posts