სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს

დღეს სასამართლოში ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის მორიგი პროცესი გაიმართება, რომელზეც მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. კობაურის ადვოკატები საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მწყემსის გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებას აპირებენ.

მალხაზ კობაურს პროკურატურა რაიან სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ლორა სმიტს, მასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ ისევ დასადგენია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში 19 წლის მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ელოდება

წყარო: newposts.ge

Related posts