სესხი მხოლოდ მათ გაუნულდებათ, ვისი დავალიანების ძირი თანხაც 2000 ლარამდეა

დღეს, 19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა. პრემიერის ბრიფინგმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, თუმცა ნათელი იყო ვის ჩამოეწერება დავალიანება.

პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.
ვის არ ჩამოეწერება ვალი:

ვივუსის კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ;
ვისი ვალის ძირი თანხაც 2 000 ლარს აჭარბებს.
ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე “ძირი თანხის” მქონე დავალიანება აქვთ.

წყარო: on.ge

Related posts