პანკისის ხეობიდან თბილისისკენ ქისტების კოლონა მოემართება

“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, პანკისის ხეობიდან ქისტების კოლონა მოემართება თბილისში აქციის გასამართად.

“პანკისის ხეობიდან ავტომანქანების კოლონა მოემართება. პარლამენტის წინ თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, აქცია გაიმართება!” – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისელებს მოუწოდა, რომ “ქართულ ოცნებას” მხარი არ დაუჭირონ.

“ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ – არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია… მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, “ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია, “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

2020news.ge

თრიალეთი TV