„ბავშვი მოკლა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო…“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე საუბარი უხერხულია.

სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში – „დღის ამბები“ აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებზე ის სრულად იღებს პასუხისმგებლობას:

“მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, თუ ვინმეს მიმართ ზედმეტი ძალა იქნა გამოყენებული, მაგრამ ძალიან უხერხულია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მოვიდა სამი ბავშვის მკვლელობით და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბავშვის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილს. ბავშვი მოკლა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო… ხელისუფლება, რომელმაც გაანადგურა ყველა ჩვენი სპეცრაზმელი, რომელიც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომელმაც მოკკა გოგი თათუხაშვილის შვილი წამებით…ხელისუფლება რომლის ბადრაგებმა მოკლეს ლევან კორტავა ციხეში და ქონების წართმევაზე რომ ვლაპარკობთ, „ომეგას“ საქმე გაიხსენეთ, მეტი რაღა გინდათ? როდესმე ვინმემ თქვა, რომ მე რომელიმე ბიზნესმენს ჩემს კაბინეტში გავურჩიე საქმე და ქონება წავართვი?, მგონი ესეც არ მოუგონიათ კაცი ზის “პახანივით” ჩვეულებრივი ქურდი და ჩხარტიშვილებთან და ვიღაცეებთან ერთად ანაწილებს ქონებას” განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: newposts.ge

Related posts