პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩემი და პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო
10 წუთის წინ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩემი და პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო

საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი და პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიმიტრი ცქიტიშვილი წერს.

მისი თქმით, პარტიას ოფიციალურად ვერ დატოვებს, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ყოფილა.

„მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.

4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობრივი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ.

არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.

რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.

სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად.

მინდა მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს შესაძლოა დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად!“, - წერს პოლიტიკოსი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები