საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულ 10 სამხედრო მოსამსახურეს, დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. მათ საცხოვრებელი ბინის გასაღები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადასცეს. მინისტრებმა კორპუსები პირადად მოინახულეს.