ბურჯანაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას მოითხოვს

 

 

კოალიცია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ლიდერმა პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა. ნინო ბურჯანაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 3 მილიონ 472 ათასი პოტენციური ამომრჩეველია.  ბურჯანაძემ წულუკიანის საპასუხოდ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებს დაუზუსტებელი სიებით ატარებს. 

Related posts