ხვალიდან სასოფლო სამეურნეო ბარათებს დაარიგებენ

 

ხვალიდან საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლოსამეურნეო ბარათებს თითოეული მიწათმესაკუთრე მიიღებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამომადგენლებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორის რაიონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში გლეხები და ფერმერები რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 5 ჰექტარის ჩათვლით ფართობის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მიიღებენ სასოფლო სამეურნეო ბარათებს.

 

 

Related posts