“სად არის ჩემი შვილის მკვლელი? – ეს არის მთავარი კითხვა” – სარალიძე პარლამენტში მივიდა

გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამაც დაესწრება.

სად არის მისი შვილი მკვლელი – ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს შვილმოკლული მამა წელიწადია ითხოვს.

“ყოველდღე მე შს სამინისტროსგან და პროკურატურისგან სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია გაკეთებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის გამო ვარ ჩამოსული პირადად დავესწრო და მოვუსმინო მინისტრისა და დეპუტატების პასუხებს.

შს სამინისტროში მიმეორებენ ერთი და იმავეს, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ პროკურატურა ფაქტია იკავებს თავს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი?- ეს არის ჩემი უდიდესი და მთავარი კითხვა, სამწუხაროდ არ მგონია ეს კითხვა დამასმევინონ,“-ამბობს ზაზა სარალიძე.

წყარო: newposts.ge

თრიალეთი TV