მეუფე იაკობი ბიზნესმენს ცემით ემუქრება [ვიდეო]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ აიძულა ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ვერსია შეეცვალა და სიმართლე არ ეთქვა, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ეს პირი ერთ-ერთი ბიზნესმენია.

„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც უწმინდესთან მერე მიბრძანდა და მე ვთქვი ადრე, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავო მან უთხრა, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფულიც გადახდილი აქვს, არავის არ ვაპატიებ მაგას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ იმას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

ექსკლუზივი

❗ ექსკლუზიური ინტერვიუ მეუფე იაკობთან? სკანდალური განცხადებები მეუფე პეტრეზე, ციანიდის საქმეზე და მინისტრ გახარიაზე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 29 დეკემბერი, 2018

expressnews.com.ge

Related posts