რუსთავში თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ

„არა გაზრდილ ფასებს“, „არა ინტერტრანსს“ – ასე გააპროტესტა რუსთავის მოსახლეობამ რუსთავი – თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა.

რუსთაველები დღეს შარტავას მოედანზე შეიკრიბნენ და მგზავრობის ღირებულების საწყის ნიშნულზე დაბრუნება მოითხოვეს.

მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნა კომპანია „ინტერტრანსის“ მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობასაც უკავშირდებოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიამ ყველა ის პირობა უნდა უზრუნველყოს რომელიც ტენდერის პირობებით არის გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება თვითნებურად გაზარდეს. დღეს მგზავრებს 1.50 თეთრის ნაცვლად 2 ლარის გადახდა უწევდათ.

 

მარი მშვენიერაძე

წყარო: primetime.ge

Related posts