მღებრიშვილი თუ ტოლიაშვილი – ვინ გახდება გორის უნივერსიტეტის რექტორი?!

გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უკვე ორჯერ აირჩია რექტორად, უფლებამოსილების ვადა ეწურება და ზედიზედ მესამედ არჩევა კი კანონით აკრძალულია.

გორის უნივერსიტეტის რექტორობაზე ამ დროისთვის ორმა პირმა გამოთქვა პრეტენზია: ალექსანდრე მღებრიშვილმა და კახა ტოლიაშვილმა.

ალექსანდრე მღებრიშვილი ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. ,,თრიალეთის” ინფორმაციით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სწორედ მას უჭერს მხარს.

რაც შეხება კახა ტოლიაშვილს, იგი ბოლო წლებში პოლიტიკურ საქმიანობას ეწოდა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ ,,გირჩის,, წევრი გახდა, ბოლო რამდენიმე თვე კი დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში ჟურნალისტობა სცადა.

კახა ტოლიაშვილის კანდიდატურას ,,თრიალეთის,, ინფორმაციით გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში თემურ ხუბულური ლობირებს.

,,კახა ტოლიაშვილი, თემურ ხუბულურის შტაბს ხელმძღვანელობდა” ამის შესახებ – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციაში განაცხადეს.

თუ ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი ამას აკადამიური საბჭოს კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს,

როგორც ,,თრიალეთს,, სანდო წყარომ განუცხადა გორის უნივერსიტეტის რექტორად, აკადემიურ საბჭოს  ალექსანდრე მღებრიშვილი უნდა, ხელისუფლებას კი კახა ტოლიაშვილი.

Related posts