სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

26 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკეისრო კვეთა გაუკეთდა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით (H1N1),  გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. „ღორის გრიპით“ არის გარდაცვლილი.

ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი საკმაოდ მძიმედ იყო და კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

primetime.ge

Related posts