ბოდიშს ვუხდი თბილისელებს, კახა კალაძის გამონათქვამების გამო – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის შეთავაზების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კალაძეს დაბალი ინტელექტი აქვს და მისგან მსგავი ოპონირება არ გაჰკვირვებია.

“პატივი მქონდა მომესმინა კალაძის განცხადება. კალაძის მიმართ და მისი ზრდილობის ასპექტში არც ადრე ვიყავი განსაკუთრებულად მაღალი აზრის და ახლაც რამე ახალი ჩემთვის არ მომხდარა. რა ინტელექტი და გაქანებაც აქვს, იმით გადის იოლად, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ  დედაქალაქის მერია. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეთიკის, კულტურის და მეცნიერების ცნობილი ქალაქის მერია და ის იყენებს ამ ფრაზეოლოგიას ოპონენტებთან საუბარში, რის გამოც მე ვუხდი თბილისელებს ბიდიშს“, – აცხადებს ნათელაშვილი.

ნათელაშვილის აზრით, თბილისის მერის შეთავაზება გამოიწვია მისმა გუშინდელმა განცხადებამ, რომელიც დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედაგად აფეთქებულ კორპუსთან გააკეთა.

რაც შეეხება მისი გაწიწმატების მიზეზს, რაც აგრესიულ ტონში გადაუვიდა, გამოწვეულია იმით, რომ მე ის ვამხილე  დანაშაულში.  რაც გამოიხატება  “ყაზტრანსგაზის” ხელში ჩაგდებაში. ეს არის მისი კომპანია და არავინ დაიწყოს იმაზე საუბარი, რომ კომპანია  მაქაცარიას სახელზეა გაფორმებული. ეს არის კალაძის საკუთრება, რომელმაც წაართვა ყაზახ ინვესტორებს აღნიშნული მილიონიანი და ძალიან მომგებიანი კომპანია.  ჩამოაწერა ვალები, რომელიც უნდა გადაეხადათ ძველ მფლობელებს ბიუჯეტისათვის. აპატია ას მილიონამდე (80 მილიონს ამბობენ, მაგრამ 100 მილიონი იყო) ლარი და კომპანია ოფშორში გააფორმა. ოფშორი კი უკონტროლო ზონაა.  იქ არ უშვებენ არც აუდიტს და არც ოპოზიციას, არც პოზიციას  და არც კონტროლის პალატას. კალაძეს ეგონა, რომ როგორც არსენალი ჩაიგდო ხელში სამებასთან, მილიარდიანი ქონება დაითრია, “ყაზზტრანგაზის” შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. არსენალის ამბავი გავიგეთ და ეგონა, რომ ამას ვერ გავიგებდით. მაგრამ რასაკვირველია, არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდდების.  მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გება და  ქონების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ დღეს ოპოზიციას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანება” ურჩია.

2020news.ge

Related posts