გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის “მაგდებურგში” ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას აღმოსავლეთ გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.

 

გიორგის უკვე მოუწყვეს პრეზენტაცია და 1-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

 

ის “მაგდებურგში” თავისუფალი გენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისმდე გაუფორმეს.

 

“მაგდებურგი” 18 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

 

ამ გუნდმა ძირითადი კიპერი გაყიდა და სავარაუდოდ ლორია ძირითადი მეკარე იქნება.

 

მე-2 ბუნდესლიგა 29 იანვარს განახლდება და ლორიას გუნდი აუეს “ერცებირგეს” უმასპინძლებს.

 

ასე რომ, გიორგის უკლუბოს

ყოფნა დასრულდა და თანაც, არც აზერბაიჯანში და არც ყაზახეთში არ იასპარეზებს.

წყარო: sportall.ge

Related posts