კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

ტორონტოში, კომპანია Hudson’s Bay-ის ქართველი თანამშრომელი მაცა ბელიშვილი მისმა თანამშრომელმა მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადურმა ტელევიზიამ CTV News-მა გაავრცელა და მას ვტრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა.

გამოძიების თანახმად, Hudson’s Bay-ს თანამშრომელი კონიკა იანგი ქართველ ქალს, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა – მას სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა.

ეს ფაქტი კომპანიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

მომხდარის გამო, ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: newposts.ge

Related posts