მე–20 საუკუნის გორის უძველესი და ულამაზესი ფოტოები

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. იგი ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა.

გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფერშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.

რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1876 წელს გორმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014-1 წლებში გამოყოფილი იყო გორის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე თვითმმართველი ერთეული.

ამჟამად, გორი ერთ–ერთი განვითარებადი ქალაქია, რომელსაც არაერთი ტურისტული ზონა აქვს. გორელი მოსახლეობა ერთიანობით და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი წეს–ჩვეულებებით გამოირჩევა. ქალაქი ერთგვარი ისტორიაა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოსი, რომელსაც, ერთი მხრივ, ტოტალიტარული ხელი, მეორე მხრივ კი დღევანდელი ეკონომიკური და კულტურული კრიზისი ატყვია.

“არტნიუსი” გთავაზობთ მე–20 საუკუნის გორის ფოტოებს:

სოფელი არბო, გორის რაიონი

გორის მაშიდელი საავადმყოფო

ციხისძირის უბანი

დამკვრელები გორში

გორის სტადიონი

ძველი ლენინის გამზირი

გორის თეატრი

ძველი სადგურის ხიდი

Related posts