ბათუმის ერთ-ერთ ბინაში ხელ-ფეხშეკრული კაცი იპოვეს

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში ხელ-ფეხშეკრული ახალგაზრდა აღმოაჩინეს. მას სხეულზე ძალადობის კვალიც ემჩნეოდა. როგორც გაირკვა, მევალე, 26 წლის კაცის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახს მის კუთვნილ 18 ათას დოლარს სთხოვდა.

ისტორიიდან, რომელსაც მაყურებლისთვის „იმედის“ კვირა ამზადებს, ირკვევა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ბრალდებულისგან გასული წლის აგვისტოში  18 000 დოლარი ისესხა და არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვალს არ აბრუნებდა. მის ოჯახში ყვებიან, რომ მევალე მათ ურეკავდა და თანხას მოითხოვდა, რომლის გარეშეც დატყვევებულის გათავისუფლებას არ აპირებდა.

ოჯახი 5 დღის განმავლობაში ცდილობდა თანხის შეგროვებას, თუმცა, მოგვიანებით დახმარებისთვის მაინც პოლიციას მიმართეს.

წყარო: imedinews.ge

Related posts