პოლიტიკა

ხელისუფლება საჯარო ინფორმაციას ისევ მალავს!

ხელისუფლება საჯარო ინფორმაციას ისევ მალავს!

მიმდინარე წლის 4 მაისს ტელეკომპანია "თრიალეთმა" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37- და 40- მუხლების შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, გაუკეთდა თუ არა "რუსთავი 2"-, "იმედსა" და "POSTV"- საგადასახადო ვალების რესტრუქტურიზაცია ან საგადასახადო შეთანხმება; ასევე - 2012 წლიდან დღემდე რომელ მედიასაშუალებებზე გავრცელდა მსგავსი შეღავათები.

აღნიშნული ინფორმაცია მანამდეც არაერთხელ გამოვითხოვეთ ფინანსთა სამინისტროდან და შემოსავლების სამსახურიდან - როგორც "თრიალეთის", ისე ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილის სახელით, თუმცა უშედეგოდ. სამინისტრომ პასუხის გაცემაც კი არ ისურვა.

რადგან შემოსავლების სამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ და რადგან დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებები მთავრობის დონეზე მიიღება, ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისგან გამოვითხოვეთ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მანამდეც არაერთხელ მივმართეთ, მათ შორის საჩივრითაც, თუმცა ყველა წერილი - მათ შორის საჩივარიც - გადააწერა იმავე უწყებას, რომლის ქმედებებსაც ვასაჩივრებდით.

ამჯერადაც, მეორე დღესვე მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა. რამდენიმე დღეში კი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ელგუჯა ლოლუაშვილის სახელით მივიღეთ წარმოუდგენელი, შინაარსის წერილი:  "ვინაიდან შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" წარმოადგენს რეგისტრაციაშეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდება თქვენი მოთხოვნის განხილვა".

ანუ, საჯარო რეესტრის მიერ "თრიალეთის" ხელახალი რეგისტრაციის უკანონოდ შეჩერება შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საბაბად, რომ არ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რაც კანონით საჯაროა და რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.

შემოსავლების სამსახურის წერილში არ არის მითითებული არც ერთი სამართლებრივი ნორმა, არც ერთი კანონის მუხლი, რომელიც ამ უარს გაამართლებდა.

ეს არის საჯარო ინფორმაციის დამალვის კიდევ ერთი მცდელობა.

მათ არ სურთ გასაჯაროვდეს, რამდენი ვალი ჩამოაწერეს და რამდენზე გაუფორმეს რესტრუქტურიზაცია "რუსთავი 2"-, "იმედს" და სხვა მედიასაშუალებებს.

მათ არ სურთ საზოგადოებამ დაინახოს, როგორ მოქმედებს ხელისუფლება შერჩევითად, დისკრიმინაციულად და უსამართლოდ - ერთ მედიასაშუალებას აძლევს შეღავათებს, ხოლო "თრიალეთს"  ინკასოთი, ბლოკადითა და ფინანსური ზეწოლით ახრჩობს.

ახლა უკვე "თრიალეთის" თანამშრომლების პირადი სახელით კვლავ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და დაველოდებით, ამჯერად რა ახალ ხელოვნურ მიზეზს მოიგონებენ საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის.

აღიარეთ - თქვენ ხართ უსამართლო ხელისუფლება!

ერთისთვის - რესტრუქტურიზაცია და შეღავათები;
"თრიალეთისთვის" - ინკასო, ბლოკადა და განადგურების მცდელობა!

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები