”ჩაო ბამბინო” – რით დაამახსოვრა გურანდა გაბუნიამ თავი საზოგადოებას

სახალხო არტისტმა გურანდა გაბუნიამ, საზოგადოებას თავი არამარტო თავისი სამსახიობო შესრულებით დაამახსოვრა, არამედ მსახიობი ტელე ეთერში ხშირად დამამახსოვრებელი და სკანდალური ფრაზებითაც გამოდიოდა:

პეარანგით რატომ, მოხვედი, წამყვანი ქალი, ულამაზესი, მშვენიერი… სასაცილოა ეს? რა გაცინებს, გესვრი ახლა ამას“ – დასძინა ბოლოს გურანდა გაბუნიამ და სათვალე მოიმარჯვა“

„მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი  – ჩვენ”

”რა დღეში ხართ, თავის მომჭრელი ხალხი ხართ ყველანი”

”ბიჭი და გოგო იდგნენ ქუჩაში და კოცნაობდნენ. მაშინ ოთარი ცოცხალი იყო, მივედი და ყურში ვუთხარი, „სიყვარულსა მალვა უნდა. შოთა რუსთაველი“

“შორენა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლება პატრიარქი მომკვდარიყო”

“რამდენიც აქვს ბატონ ბიძინას გაკეთებული, იმდენი შენ ღმერთმა ჭკუა მოგცეს”

” მე ნახევრად რუსი ვარ, გაგხეთქავთ შუაზე”

“ქართველები ინგლისურადაც მღერიან, ამერიკულადაც მღერიან…“

“ოთარის ეშინოდა რომ ვინმე მცემდა… ჩუმად ვუთხარი სიყვარულსა მალვა უნდა“

”აბა გაძვირების გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაში” 

“რაღაცა მოხდა და იმიტომ აიწია დოლარმა, ისევ რაღაცა მოხდება და ჩამოიწევს” 

“არ მინდა მაგაზე ლაპარაკი საყვარელო, მაგვიანდება”

”მორჩა აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.. ”ჩაო ბამბინო

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში წუხელ გარდაიცვალა.

მსახიობს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება.

ნათამაშები 20-მდე ქართულ ფილმში აქვს. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

primetime.ge

Related posts