ფერადი დიეტა – სასიამოვნო ფერადი 7 დღე და მინუს 5 კილო

 

ფერადი დიეტით 7 დღეში ზედმეტ 5 კილოს და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.
ფერადი დიეტის პრინციპი მარტივია – სხვადასხვა დღე სხვადასხვა ფერების მიხედვით.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:

 

ფერად დიეტაში ყოველდღიურად მისაღები პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა პროდუქტის მიღება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის.
აირჩიეთ რამდენიმე, თქვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და გადაანაწილეთ დღის მანძილზე.
იკვებეთ მცირე დოზებით.
ჩამოთვლილი პროდუქტები შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული სახით.
მოერიდეთ შემწვარ და ცხიმიან საკვებს.
თუ გსურთ, რომ დიეტამ ეფექტური შედეგი გამოიღოს, უარი თქვით 6 საათის შემდეგ საკვების მიღებაზე.
დიეტის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა და ჩაი.

 

1-ლი დღე: თეთრი
პროდუქტები: მოხარშული კარტოფილი, ბრინჯი, ბანანი, მოცარელას ყველი, რძე, ვერმიშელი, ქოქოსი, წაბლი, მოხარშული კვერცხის ცილა, ყვავილოვანი კომბოსტო.
პირველ დღეს ეცადეთ საკვები მცირე დოზებით მიიღოთ, რადგან ჩამოთვლილი პროდუქტები მდიდარია ნახშირწყლებით.

 

მე-2 დღე: წითელი
პროდუქტები: პომიდორი, წითელი ლობიო, ალუბალი, ბასტურმა, წითელი მოცხარი, მშრალი წითელი ღვინო, წითელი ბულგარული წიწაკა, ჭარხალი, წითელი ყურძენი, მოცვი.
ჩამოთვლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც იწვევს კუნთების ტონუსის მატებას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ამ პროდუქტების მიღებისას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად წვავს კალორიებს.

 

მე-3 დღე: მწვანე
პროდუქტები: სხვადასხვა ფოთლოვანი ბოსტნეული, მწვანე ბალახები, ისპანახი, მწვანე ჩაი, კივი, ზღვის კომბოსტო, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი.
ჩამოთვლილი პროდუქტები არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს, რაც წონაში კლებას უფრო ეფექტურს ხდის.

 

მე-4 დღე: ნარინჯისფერი


პროდუქტები: ფორთოხალი, კარალიოკი, გოგრა, გრეიფრუტი, თევზი – ლოსოსი, სტაფილო, მანგო, ქაცვი, გარგარი, საზამთრო.
ეს პროდუქტები თავიდან აგაცილებთ გაციებას და ანთებით დაავადებებს. ასევე, აძლიერებს მადას. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ. მიირთვით ჩამოთვლილი პროდუქტები რამდენიც გენებოთ, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად არ აფერხებს წონაში კლების პროცესს.

მე-5 დღე: იასამნისფერი

პროდუქტები: ბადრიჯანი (ორთქლზე დამზადებული ან წყალზე მოთუშული), ტარხუნა, შავი ყურძენი, ქლიავი, მაყვალი.
ჩამოთვლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას ანელებს.

მე-6 დღე – ყვითელი

პროდუქტები: ყვითელი ბულგარული წიწაკა, ანანასი, ყაბაყი, ყვითელი ვაშლი, სიმინდი, თაფლი, კვერცხის გული, მდოგვი, ლიმონი.
ეს პროდუქტები გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით, ამცირებს ჭამის მადას და ამაღლებს განწყობას.

მე-7 დღე – გამჭვირვალე

ეს განტვირთვის დღეა. დღის მანძილზე შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ დაბალპროცენტიანი კეფირი ან მაწონი და მინერალური (გაზგასული) წყალი.

დიეტის დასასრულ, მერვე დღეს, დილით დადექით სასწორზე და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი.
სასიამოვნო ფერად კვირას გისურვებთ.

Related posts