ხაჭოს ბატონები – სასარგებლო და გემრიელი საუზმე

ინგრედიენტები:

300 გრამი ხაჭო

1 კვერცხი

1 ს.კ. არაჟანი

2 ს.კ. შაქარი

1/4 ჩ.კ. მარილი

1/8 ჩ.კ. ვანილი

1/2 ჩ.კ. სოდა

1/2 ჩ.კ. საფუარი

3 ს.კ. ფქვილი

2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი

2 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

ხაჭოს ბატონები - სასარგებლო საუზმეხაჭო უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი და მშრალი. შეგიძლიათ დატოვოთ გახსნილ მდგომარეობაში, რომ გაშრეს.

მომზადების წინ კარგად ასრისეთ, რომ არ დარჩეს მსხვილი ნაწილები. ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხი, არაჟანი, შაქარი, სოდა, საფუარი, მარილი, ვანილი და ფქვილი. კარგად აურიეთ. თუ მიღებული მასა  თხელი იქნება, დაამატეთ კიდევ მცირე რაოდენობით ფქვილი.

მასა გადმოიღეთ მაგიდაზე და კარგად მოზილეთ ცომი. რამდენიმე წუთის შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად და გააკეთეთ ჩხირები.

შეწვით ყველა მხრიდან ზეთინ ტაფაზე. გამომცხვარ ცივ ბატონებს მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრა.

 

Related posts