გორში არსებული 18 ბაღიდან 13 ში გაზის ნამწვის დაგროვების საფრთხე მაღალია

გორის 13 საბავშვო ბაღში გამაცხელებლები ე.წ კალონკები შეიცვლება. სააღმზრდელო დაწესებულებების შემოწმებისას აღმოჩნდა რომ საბავშვო ბაღებში გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება არსებობს. შენონებში შიდა წვის მქონე მოძველებული წყლის გამაცხელებლებია, რომლებსაც შესაბამისი სტანდარტების მქონე ტექნიკით, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაანაცვლებენ. “შემოწმება პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, აღმოჩნდა რომ გორში არსებული 18 ბაღიდან 13 ში გაზის ნამწვის დაგროვების საფრთხე მაღალია,ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ გამაცხელებლები.სამუშაოები დღეს დილით დაიწყო “_ განაცხადა “თრიალეთთან” საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშბილმა

Related posts