პოლიტიკა

ოპოზიციის ალიანსის კარი არის ღია ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ამით არ მთავრდება “ოპოზიციის ალიანსის” საბოლოო ფორმირება, ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას, - ამის შესახებ პარტია “დროას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
5 წუთის წინ

როგორც ლემონჯავამ აღნიშნა, “ოპოზიციური ალიანსი” არის “ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივა”.

“ოპოზიციის ალიანსი შედგა. ჩვენ ვქმნით სანდო ალტერნატივას, ვგულისხმობ, ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, მანთ, ვინც თავისი პერსონალური ამოცანები გაწია უკან და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები წამოწია წინა პლანზე.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ ოპოზიციის ალიანსის კარი არის ღია ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ამით არ მთავრდება “ოპოზიციის ალიანსის” საბოლოო ფორმირება, ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები