მამუკა ხაზარაძე – “მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე”

“თი­ბი­სი ბან­კის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს რომ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მი­დის:

“მე­გობ­რე­ბო, თი­ბი­სე­ლე­ბო, ჩემი და თი­ბი­სი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო!

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და ერ­თად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პე­ბი, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ, მეც ბევ­რჯერ მქო­ნია ასე­თი, ახ­ლაც ამ შემ­თხვე­ვას­თან მაქვს საქ­მე.

აღარ გან­ვმე­ორ­დე­ბი, თუ რო­გო­რი შე­ტე­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი ჯუფი, ბან­კი. შე­დე­გად, ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა ერთ თვე­ში 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ი­ღეს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად იზა­რა­ლა. ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­ყე­ნეს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის აბ­სურ­დულ სა­კი­თხთან ვი­თომ­და კავ­შირ­ში, რომ­ლის არარ­სე­ბო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით, რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.

წყარო: ambebi.ge

Related posts