მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე შიდა ქართლის რეგიონიდან მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა პოზიცია

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ. კანონპროექტს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, 17-ის წინააღმდეგ. 45 ხმა არ იყო საკმარისი კანონპროექტის მისაღებად.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების წინაღმდეგ წავიდა კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.

თავი შეიკავეს ან სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს არ იმყოფებოდნენ.
ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულური, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე.

Related posts