რეგიონის დეპუტატები რომლებმაც ხმა მისცეს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 კი წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის მისაღებად პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

შიდა ქართლის რეგიონიდან პარლამენტის დეპუტატებიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირეს:

ქალაქ გორის მაჟორიტარმა დეპუტმა იოსებ მაკრახიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ (თემურ) ხუბულურმა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ.

საკითხის კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ ან თავი შეიკავეს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირკლი მეზურნიშვილმა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ.

 

Related posts