“ტაქსის” მძღოლს თავს დაესხნენ

მუხიანში, გვიან ღამით, “ტაქსის” მძღოლს ორი ახალგაზრდა თავს დაესხა. ახალგაზრდებმა მძღოლი გლდანში გააჩერეს, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, იარაღის მუქარით, თანხა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ესროლეს, რის შედეგადაც მძღოლი ხელში დაიჭრა, თავდამსხმელები კი მიიმალნენ.

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, მუხიანში მომხდარ ფაქტზე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დაიწყო.  მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური ღონისძიებები და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება.

primetime.ge

Related posts