25 თებერვალი განსხვავებულად აღნიშნეს კომუნისტური პარტიის წევრებმა გორში

ოკუპაციის დღე განსხვავებულად აღნიშნეს კომუნისტური პარტიის წევრებმა გორში, თხუთმეტამდე ადამიანი სახლმუზეუმის ეზოში შეიკრიბა და სტალინის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მანამდე კი სტალინის სურათით, საქართველოსა და საბჭოთა დროშებით, მცირე მსვლელობა მოაწყეს.
ალეკო ლურსმანაშვილმა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებზეც ისაუბრა.
შეგახსნებთ, რომ 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრა. დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა. უკვე წლებია საქართველოში 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის

Related posts