პაციენტის რძალი: ,,დააბეს ცხოველივით და მიატოვეს, დაზიანებებით წამოვიყვანეთ კლინიკიდან”

ვახტანგ გოგეშვილის ოჯახის წევრმა, ნათია წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მამამთილი ,,ევექსის” კლნიკიდან  ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით სახლში წაიყვანა.

,,ვახტანგ გოგეშვილი (ჩემი მამამთილი) სამი დღე გვყავდა ,,ევექსში”, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ.

ეს არის არაპროფესიონალიზმისა და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის, რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ, რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა.

ან სად იყო ექიმი, ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზევე გაირკვა, რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი.
ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია, ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ!” – დაწერა წერეთელმა.

sarkenews.ge

Related posts