ფრთხილად იყავით! ბანანის ეტიკეტს ყოველთვის დახედეთ

ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგინიშნავთ ბანანზე დაკრული პატარა ეტიკეტი, მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, რას ნიშნავს ის?

1. თუკი მასზე ოთხნიშნა კოდია, რომელიც 3-იანით ან 4-ით იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი სოფლის მეურნეობის პრინციპით არის მოყვანილი, რაც სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს.

2. თუ პროდუქტზე დაკრული ეტიკეტი ხუთნიშნა კოდით არის და ეს კოდი 9-იანით იწყება, ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრადიციული მეთოდით არის მოყვანილი, როგორც ამას ათასწლეულობით აკეთებდნენ. ახლა ამ მეთოდს ორგანულს  უწოდებენ, მარტივად რომ ვთქვათ, პესტიციდებისა და სასუქის გარეშე.

3. თუ პროდუქტს ხუთნიშნა კოდი აქვს, რომელიც 8-იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია, ანუ როგორც ფართოდ გავრცელებულია, გმო-ა.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რას ყიდულობთ და რას ჭამთ.

sarkenews.ge

Related posts