პოლიტიკა

პროკურორი ახალაიას საქმეზე - არსებობს სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად  ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული, შინაარსში ვერ შევალთ, რადგან საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება

პროკურორი ახალაიას საქმეზე - არსებობს სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული, შინაარსში ვერ შევალთ, რადგან საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება

მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია,- ასე უპასუხა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა მედიის კითხვას, თუ რა შინაარსის იყო ის ინტერნეტსესია, რომლითაც სუსი-ის განმარტებით, ბაჩო ახალაიას კომუნიკაცია ჰქონდა აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებთან.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რატომ დაიხურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა. თამარ ბეჟუაშვილის თქმით, სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის, სუს-ის წარმომადგენლები.

„საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს, შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება“, -განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები