ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ხაშურში 3 ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ხაშურში 3 ადამიანი მოიწამლა, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. 83 და 33 წლის ქალები და 54 წლის მამაკაცი გორმედის ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებაში მათ ინტენსიური მკურნალობა ჩაუტარდათ, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. ისინი ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

Related posts