შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მედია – ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში – 1 900

ისრაელი და პალესტინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში – 1 900.

ისრაელში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 1 300 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 3 418.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, ღაზაში 1 900 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 256 ბოლო 24 საათში და დაშავებულია 7 696.