სიკვდილით სავსე ქალაქი – მამა პეტრეს ემოციური პოსტი

“ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს, არც თავს ინდობენ და არც სხვას.”- ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი აქვეყნებს და   დამტვრეული მანქანის ფოტოს აქვეყნებს.

“პრაიმტაიმი” მოძღვარს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, თემურიკა მისი სულიერი შვილია, რომელიც ავარიას გადაურჩა და თავს ამ დროისთვის კარგად გრძნობს.

მამა პეტრე გახშირებული ავარიების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ზოგადი ფონი ძალიან მძიმე და სავალალოა.

“ძალიან მომრავლდა საგზაო შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვსაუბრობ, ზოგადი ფონი არიას ძალიან მძიმე და სავალალო. ახალგაზრდები არც საკუთარ სიცოცხლეს ინდობენ და არც სხვისას. ჩვენ უფლისა და ერთმანეთის წინაშე ვაგებთ პასუხს და ასე სხვისი სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. არ შეიძლება არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვა. იმდენად მძიმე ფონია, რომ დღე არ გავა, ავტოსაგზაო შემთხვევამ ვინმე არ იმსხვერპლოს.”- აღნიშნა მოძღვარმა.

primetime.ge

Related posts