29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებული ექიმი სავარაუდოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

ერთ-ერთი ახლობელის ცნობით, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ თანამდებობა უკვე დატოვა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამჟამად ჯანდაცვის მინისტრთან შესახვედრად გარდაცვლილი გოგოს ორი ახლობელი მივიდა.

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის გამო სიცოცხლის მოსპობას.

imedinews.ge

Related posts