პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა,.    ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
18 წუთის წინ

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე - "რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე" - განაცხადა.

მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც თითოეული დიქტატურა იყენებს, სულ უფრო მსგავსი და დახვეწილი ხდება და მას „შემაშფოთებლად ხელს უწყობს ტექნოლოგიები და ინოვაციები“.

„ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად“.

უილსონმა ხაზი გაუსვა აშშ-სთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინფრასტრუქტურა ჩინეთს გადასცა.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა უილსონმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები