”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ქალაქ გორში რომელიმე ცენტრალურ უბანს დაერქვას ზვიად გამსახურდიას სახელი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, ქალაქ გორში რომელიმე ცენტრალურ უბანს დაერქვას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი. ჩვენთვის როგორც გორის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ გორში იყოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ღირსეული მამულიშვილის სახელობის ქუჩა და ამით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერს დაუყოვნებლივ დაიწყეთ ქუჩის მოძიება და პროცედურული საკითხები, განვლილ წლებს თუ გადავხედავთ და რა გაგიკეთებიათ ვიცით რომ უუნაროები ხართ, მაგრამ იმედია შეძლებთ ამ ღირსეული საქმის ბოლომდე მიყვანას თუ არ გყოფნით ცოდნა და კვალიფიკაცია რომ მოიძიოთ ქუჩა ენმ მზად ვართ თქვენტანერტად დავსხდეთ და ვიმუშაოთ აღნიშნულ პროექტზე”-აცხადებს ბექა ქორჩილავა

Related posts