მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო.

ნოდარ მგალობლიშვილის ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის “ფსკერზე”, ჰენრიკ იბსენის “მოჩვენება”. უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, იაგოს როლი უილიამ შექსპირის “ოტელოში”, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში”. კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის “სიყვარულის ფორმულაში” გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის “ზღვის მაშვრალში”, ზაზა ილურიძის “ანთიმოზ ივერიელში”, რუსულ ტელესერიალში “სახელად ბარონი” და სხვა.

2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

Related posts