შალვა ნათელაშვილი – საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მკვდარია

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მკვდარია. იქ დარჩენილი მტაცებლების ჯოგი მზადაა მთელ ერს გამოჭრას ყელი თუ ეს დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს.აი რატომ წავიდა ოლიგარქი საკუთარი მონა საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაზე, ოღონდ კი მურუსიძიზმის გოდოლი შეენარჩუნებინა სასამართლოში. უღირდა ნამდვილად უღირდა. აბა დღეს სხვა რომელი ჯუნგლის მოსამართლე გაამართლებდა ივანიშვილს რომელმაც 2016 წელს განაცხადა,რომ მე რუსეთის ჯაშუშებისგან ვიღებდი ფულს და არაფერი, მოსამართლემ ეს ჩათვალა აზრის გამოხატვის თავისუფლებად, აი რამდენიმე კვირის წინ ზუსტად იმავე სასამართლომ მე გამომიტანა გამამტყუნებელი განაჩენი იუსტიციის მინისტრის, ლეგენდარულ წულუკიანის სარჩელზე, რომ თურმე ტყუილად დამიბრალებია ივანიშვილის ფულით სტრასბურგში 300 ათას ევროიანი სახლის ყიდვა,არა და ეს მართლაც ასე იყო. აი ორსახოვანი იანუსი,გადაბრუნებული სამართლის ქვეყანა,საბატონი სამართალი. მოკლედ რევოლუციური განახლების მეტი საქმეს აღარაფერი უშველის.

Related posts