გორში 20 წლის გოგონა მშობლებმა უგონოდ იპოვეს – ის მართვით სუნთქვაზეა

გორში 20 წლის გოგონა დაუდგენელი ნივთიერების ინტოქსიკაციით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ საღამოს შეიყვანეს.

გოგონას მდგომარეობა მძიმეა. როგორც “პრაიმტაიმს” ჰოსპიტალიდან აცნობეს, გოგონას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა. თუმცა, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატის არ ქონის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას თვითმკვლელობა არ უცდია”- აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.

არსებული ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა იპოვნეს.

წყარო: primetime.ge

Related posts